ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობათა საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობასა და იტალიელ სპეციალისტ კარლო ანჩელოტის ურთიერთობებში ბზარები გაჩენილია.
მას შემდეგ, რაც "მერენგები" ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან", "ბარსელონასთან" და ახლახანს, სუპერთასის ფინალში, მწარედ დამარცხდნენ, ყველაფერმა საბოლოო სახე მიიღო.
როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ეს ბოლო წვეთი იქნება და "პაპა კარლო" პოსტს აუცილებლად დატოვებს.
კარლო ანჩელოტის ჩანაცვლების მთავარი კანდიდატი "ლევერკუზენის" ამჟამინდელი თავკაცი ჩაბი ალონსოა.