თორნიკე შენგელიას 20 ქულა და ვირტუსის გამარჯვება მიუნხენში » სპორტის ხაზი

თორნიკე შენგელიას 20 ქულა და ვირტუსის გამარჯვება მიუნხენში

თორნიკე შენგელიას 20 ქულა და ვირტუსის გამარჯვება მიუნხენში
18-01-2025, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმის მოშუშების შემდეგ მეორე მატჩი გამართა და თავის გუნდს „ბაიერნთან“ სტუმრად მოაგებინა – 82:72.

„ვირტუსმა“ მთელი თამაში სტაბილურად ჩაატარა, ყველა მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგო და არც გადამწყვეტ მომენტში დაუგდია ტემპი.

თორნიკე შენგელია სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (30) საუკეთესო იყო. მისი სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 28 წუთი, 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება.

ამ გამარჯვებით „ვირტუსმა“ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და 22 მატჩში 7 მოგებით ევროლიგაში მე-16 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი