საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეები კასპის გრიფინმა შეავსო » სპორტის ხაზი

საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეები კასპის გრიფინმა შეავსო

საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეები კასპის გრიფინმა შეავსო
17-01-2025, 10:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს თასის გათამაშება 20 იანვარს იწყება. ტურნირში სუპერლიგის ყველა – 11 და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს. თასის წილისყრა გასული წლის ბოლოს, 30 დეკემბერს გაიმართა, რომლებმაც გუნდები მერვედფინალში დააწყვილა. გასარკვევი იყო მხოლოდ 1 მონაწილის ვინაობა და თასის გათამაშების მე-16 საგზურისთვის კასპის “გრიფინი” და თავისუფალი-აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებული გუნდი იბრძოდნენ.

ეს 2 გუნდი “ა” ლიგის დებიუტანტები არიან და თასის გათამაშების ბოლო, ვაკანტური ადგილიც მათ შორის გათამაშდა. საკვალიფიკაციო მატჩი 15 იანვარს, დიღმის არენაზე გაიმართა და კასპის “გრიფინის” დამაჯერებელი გამარჯვებით – 98:76 (სტატისტიკა) დასრულდა. შედეგად, კასპის გუნდმა თასის გათამაშების საგზური მოიპოვა და მერვედფინალში ერთ-ერთ ფავორიტ თსუ-ს შეუწყვილდა.

ასე და ამგვარად, გრიფინი თასის მერვედფინალში გავიდა და ძალებს თსუ-სთან მოსინჯავს. მერვედფინალში სერია 2-მატჩიანი იქნება. გუნდები გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებენ და რომელიც 2 მატჩის ჯამში საუკეთესო იქნება, მეოთხედფინალში გავა. იქაც ეგრე და ოთხთა ფინალში თითო თამაში იქნება – ნახევარფინალები და ფინალი.

საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეები კასპის გრიფინმა შეავსო


GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი