NBA-ში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში 'ვისკონსინ ჰერდის' შემადგენლობაში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მამუკელაშვილის გუნდი 'სიუ ფოლს სკაიფორსს' დაუპირისპირდა და მეტოქე 133-126 დაამარცხა.
მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და თავისი გუნდის რიგებში ყველაზე მეტი, 34 წუთი ითამაშა. ამ დროში ის 'ჰერდის' მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო და ორმაგი დუბლი 27 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. სანდრომ 14-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ის მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.
მიუხედავად ქართველის პროდუქტიული თამაშისა, მატჩის MVP ეი ჯეი გრინი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
მოგახსენებთ, რომ 10 მატჩის შემდეგ 'ჰერდს' 5 მოგება და 5 მარცხი აქვს. გუნდი ცენტრალურ დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფება.