ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის » სპორტის ხაზი

ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის

ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის
11-01-2025, 10:20
Aa Aa
გაზიარება:

‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა 11 იანვარს “მიხეილ მესხზე” ტოპ 14-ის ‘ბაიონასთან’ გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფლეი ოფს მიუახლოვდება.

4 კვირის წინ უელსში ‘სქარლეთსთან’ სტუმრობის შემდეგ უცვლელი დარჩა უკანა ხაზი. ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე ამირან შვანგირაძესა და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ; ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება.

უცვლელია ხაზის მარქაფაც: დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.

რამდენიმე ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭისა და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი და დათო აბდუშელიშვილი ბრუნდებიან, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ გიორგი ჩხარტიშვილი იქნება; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად გურამ ღანიაშვილი შეუწყვილდება; მესამე ხაზში გამოჩნდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს შეუერთდება.

შერკინების მარქაფაში პირველ ხაზში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორეში ლადო ჩაჩანიძე’ ხოლო მესამეში გიორგი სინაურიძე.

23-კაციან განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე ჯერ არ უთამაშიათ, ახლა კი დამწყებთა შორის არიან - მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.

ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის


GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი