ერეკლე არსენაშვილმა ტრემბლთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ერეკლე არსენაშვილმა ტრემბლთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

ერეკლე არსენაშვილმა ტრემბლთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
10-01-2025, 17:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების წევრმა, ერეკლე არსენაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბ „ტრემბლში“ თამაშობს, ახალი კონტრაქტი გააფორმა და ფრანგულ კლუბში 2026 წლამდე დარჩება.

ამის შესახებ ონფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

„სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ კლუბმა ერკლე არსენაშვილთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ქართველი ხელბურთელი ჩვენს გუნდში 2026 წლამდე დარჩება“.

არსენაშვილმა საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა, ხოლო საფრანგეთის თასზე ერთ შევედრაში ერთი გოლით გამოიჩინა თავი. საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ „ტრემბლი“ 13 ქულით მე-9 ადგილზეა.

geohandball


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი