"უმჯობესი იქნება ფეხბურთზე იფიქრონ და არა სამკლავურზე", - ლიოვი გერმანელთა გუნდურ ფოტოზე » სპორტის ხაზი

"უმჯობესი იქნება ფეხბურთზე იფიქრონ და არა სამკლავურზე", - ლიოვი გერმანელთა გუნდურ ფოტოზე

"უმჯობესი იქნება ფეხბურთზე იფიქრონ და არა სამკლავურზე", - ლიოვი გერმანელთა გუნდურ ფოტოზე
26-11-2022, 19:03
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მატჩის წინ, გუნდური ფოტო გერმანელებმა პირზე ხელაფარებულებმა გადაიღეს, ეს ყოველივე კი იმის ნიშნად, რომ კატარში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იზღუდება.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ფიფამ ინგლისის გერმანიის და სხვა ნაკრებებს, LGBT+ სამკლავურის ტარების უფლება არ მისცა.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმაც გააკეთა:

"ნაკრების ფეხბურთელებისთვის უმჯობესი იქნება თამაშზე იფიქრონ და არა იმაზე თუ რომელი ფერის სამკლაური გაიკეთონ", - განაცხადა ლიოვმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი