"საუბარია ტყვიასა და ვერცხლისწყალზე" - ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში მოწამლეს » სპორტის ხაზი

"საუბარია ტყვიასა და ვერცხლისწყალზე" - ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში მოწამლეს

"საუბარია ტყვიასა და ვერცხლისწყალზე" - ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში მოწამლეს
9-01-2025, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ 2022 წელს ის ავსტრალიაში, მელბურნის სასტუმროში ტყვიითა და ვერცხლისწყლით მოწამლეს.

ეს იმ დროს მოხდა, როცა ჩოგბურთელი სამშობლოში დეპორტაციას ელოდებოდა. 2022 წელს ჯოკოვიჩმა გამოტოვა ავსტრალიის ღია იმის გამო, რომ არ იყო ვაქცინირებული და შესაბამისად, ქვეყანაში არ შეუშვეს.

"მე მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. საბოლოოდ მივხვდი, რომ მელბურნის სასტუმროში მაძლევდნენ რაღაც კერძს, რომელიც საწამლავს შეიცავდა. ადრე ამის შესახებ საჯაროდ არ ვლაპარაკობდი, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მძიმე მეტალების ძალიან მაღალი დონე მქონდა. საუბარია ტყვიასა და ვერცხლისწყალზე. მანამდე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ავად გავხდი, მაგრამ, როცა ავადმყოფობა გაგრძელდა, სახლში ექიმები გამოვიძახე. შემდეგ კი ტოქსიკოლოგიური ტესტები ჩამიტარდა"

- ამბობს სერბი GQ Sports-თან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი