მამუკელაშვილის 7 ქულა 6 წუთში | სან ანტონიო მილუოკიში დამარცხდა » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილის 7 ქულა 6 წუთში | სან ანტონიო მილუოკიში დამარცხდა

მამუკელაშვილის 7 ქულა 6 წუთში | სან ანტონიო მილუოკიში დამარცხდა
9-01-2025, 14:41
Aa Aa
გაზიარება:

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთის ტურნეს განაგრძობს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“. ჩიკაგოს შემდეგ ტეხასელები მილუოკის ესტუმრნენ და „ბაქსთან“ 105:121 დამარცხდნენ. ქართველმა ფორვარდმა წინა რამდენიმე მატჩი გამოდოვა, ახლა კი მოედანზე გამოჩნდა და იმაზე მეტი ქულა ჩააგდო, რამდენი წუთიც მოედანზე გაატარა.

„სპურსის“ ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ მოკრძალებული ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 10 მოხსნა. კელდონ ჯონსონმა 24 ქულას მოუყარა თავი, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთში 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„მილუოკის“ ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ 24 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა.

„სან ანტონიოს“ 18 მოგება, 19 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 12 იანვარს „ლეიკერსთან“ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი