"ჩემპიონთა ლიგას 2 მთავარი ფავორიტი ჰყავს" | პირლო » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგას 2 მთავარი ფავორიტი ჰყავს" | პირლო

"ჩემპიონთა ლიგას 2 მთავარი ფავორიტი ჰყავს" | პირლო
26-11-2022, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნით, საკლუბო ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს ჩემპიონატმა დაგვავიწყა, თუმცა მთავარი სანაკრებო ფორუმის დასრულების შემდეგ, ყველა კვლავ საკლუბო ფეხბურთში გადავეშვებით, რომლის საზეიმო ცერემონიალიც სათავეს 14 თებერვლიდან აიღებს, რადგან ეს ის დროა, როდესაც გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგა დაუბრუნდებათ.

სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე და მისი მოგების ფავორიტებზე ისაუბრა ლეგენდარულმა ანდრეა პირლომ, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ორი გამოკვეთილი გუნდი დაასახელა:

"ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი და ლუჩანო სპალეტის ნაპოლი არიან. ნეაპოლური გუნდი ბოლო პერიოდში ფანტასტიკურად გამოიყურება და თუ სათამაშო ხარისხს პერმანენტულად შეინარჩუნებენ, მაშინ მათი შეჩერება ყველას ძალიან უნდა გაუჭირდეს." - ანდრეა პირლო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის საფლეიოფო მეტოქე ფრანკფურტის აინტრახტი იქნება, ხოლო მანჩესტერ სიტის 1/8 ფინალში გერმანულ ლაიფციგთან მოუწევს თამაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი