მარკუს რაშფორდის ტრანსფერისთვის ბრძოლაში მილანიც ჩაერთო - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს თქმით, იტალიური გუნდი მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებებს ზამთარშივე, ფეხბურთელის იჯარის წესით დამატების თაობაზე გამართავს.
თავად რაშფორდი ახალი გამოწვევებისთვის მზადაა, ახლა ჯერი მანჩესტერ იუნაიტედზეა - 27 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში ტავი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.