VIDEO: ორლანდომ კონკურენტი ნიუ იორკი მედისონ სკვერ გარდენში დაამარცხა » სპორტის ხაზი

VIDEO: ორლანდომ კონკურენტი ნიუ იორკი მედისონ სკვერ გარდენში დაამარცხა

VIDEO: ორლანდომ კონკურენტი ნიუ იორკი მედისონ სკვერ გარდენში დაამარცხა
7-01-2025, 10:27
Aa Aa
გაზიარება:

ორლანდო მეჯიქმა პრინციპული მეტოქე დაამარცხა. გოგა ბითაძეს არ ჰქონია ორმაგი დუბლი, თუმცა მისი სტატისტიკა საკმაოდ პროდუქტიულია და ქართველი ცენტრის წილიც გამარჯვებაშიც უდიდესია. ორლანდოელების მეტოქე ნბა-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში ერთით წინა საფეხურზე მყოფი ნიუ იორკ ნიქსი გახლდათ, თამაში კი მედისონ სკვერ გარდენში, მეტოქის მოედანზე გაიმართა. მართალია ნიქსი 3 მოგებით უსწრებდა მეჯიქს და ეს მოგება ცხრილში ცვლილებას ვერ გამოიწვევდა, თუმცა გამარჯვებას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა – ერთი ფსიქოლოგიური და მეორე – არითმეტიკული. ამ გამარჯვებით ორლანდომ ცხრილში მის წინ მყოფ გუნდთან ჩამორჩენა უშუალო დაპირისპირების შედეგად შეამცირა.

მატჩი ორლანდომ 103:94 მოიგო. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე ბოლო მატჩებთან შედარებით ოდნავ მცირე დროით იმყოფებოდა. 22 წუთში გოგამ 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი