რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნაპოლიდან განაპირა მცველი, მარიო რუი წავიდა.
2024 წლის 30 დეკემბერს, მხარეები ორმხრივად შეთანხმდნენ კონტრაქტის შეწყვეტაზე. ნაპოლი მადლობას უხდის მარიო რუის ჩვენთან გატარებული წლების განმავლობაში ერთგულებისთვის და მომავალ კარიერაში საუკეთესოს უსურვებს.
- წერს კლუბი.
მარიო რუი ნაპოლიში 17/18 წლების სეზონიდან თამაშობს. ის სპალეტის საჩემპიონო გუნდის ძირითადის წევრი იყო.