"იამალი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს" - 17 წლის ტალანტის აგენტი » სპორტის ხაზი

"იამალი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს" - 17 წლის ტალანტის აგენტი

"იამალი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს" - 17 წლის ტალანტის აგენტი
27-12-2024, 17:47
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას 17 წლის სუპერვარსკვლავის ლამინ იამალის აგენტმა ხორხე მენდესმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ესპანურ გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

"ლამინ იამალი აუცილებლად გააფორმებს ახალ კონტრაქტს ბარსელონასთან, ის აქ რჩება! ზუსტად ვერ გეტყვით როდის განვაახლებთ კონტრაქტს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.

იამალს ფენომენალური წელი ჰქონდა და ჩემთვის გასულ წელს ესპანეთთან და ბარსასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო
", - განაცხადა მენდესმა.

შეგახსენებთ, იამალმა მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი