14 და 16 წლამდელთა B ლიგებში გუნდები წილიწყრის შედეგად ჯგუფებში განაწილდნენ » სპორტის ხაზი

14 და 16 წლამდელთა B ლიგებში გუნდები წილიწყრის შედეგად ჯგუფებში განაწილდნენ

14 და 16 წლამდელთა B ლიგებში გუნდები წილიწყრის შედეგად ჯგუფებში განაწილდნენ
27-12-2024, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების უმაღლესი – A ლიგის გათამაშება აქტიურ ფაზაშია, ახალი წლის შემდეგ კი სტარტს B ლიგები აიღებს. გუშინ ასაკობრივი ლიგების ოფისში 14 და 16 წლამდელთა B ლიგების წილისყრა გაიმართა, რომელმაც თითოეული ტურნირის მონაწილე 24 გუნდი ჯგუფებში გადაანაწილა.

წილისყრის წინ გუნდები კალათებში განითესნენ. პირველ კალათაში A ლიგიდან დაქვეითებული გუნდები მოხვდნენ, მომდევნოებში კი გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ B ლიგის ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში გათამაშების ერთნაირი სისტემაა. 14, 16 და 18 წლამდელებში თითოეულში 24 გუნდი მონაწილეობს. შექმნილია ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფი და 2 წრის შემდეგ თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გადის.

გთავაზობთ 14 და 16 წლამდელთა B ლიგების წილისყრის შედეგებს, რომლის კალენდარიც იანვრის დასაწყისში გამოქვეყნდება. რაც შეეხება 18-წლამდელებს, ამ ასაკში B ლიგის გათამაშებაც იანვარში დაიწყება, ხოლო წილისყრა მოგვიანებით ჩატარდება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი