9 მედალი სომხეთში - ქართველი მოჭიდავეების დიდი წარმატება » სპორტის ხაზი

9 მედალი სომხეთში - ქართველი მოჭიდავეების დიდი წარმატება

9 მედალი სომხეთში - ქართველი მოჭიდავეების დიდი წარმატება
24-12-2024, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში, გნელ მეჟლუმიანის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა:

4 ოქრო
2 ვერცხლი
3 ბრინჯაო

ინდივიდუალური შეჯიბრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა.

ჩემპიონები გახდნენ: ნიკა ხასაია (65 კგ), ლუკა ბერიშვილი (80 კგ), გუჯა ლომიძე (92) და ოთარ ბერიძე (110 კგ).

რატი სიკიაშვილი (80 კგ) და გიორგი აბრამიშვილი (110 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო თორნიკე თევზაძე (45 კგ), დავით ბურჯანაძე (51 კგ) და გუგა მაჭარაშვილი (55 კგ) - ბრინჯაოებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი