ბექა ბურჯანაძის 12 ქულა და ხუვენტუდთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში » სპორტის ხაზი

ბექა ბურჯანაძის 12 ქულა და ხუვენტუდთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში

ბექა ბურჯანაძის 12 ქულა და ხუვენტუდთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში
23-12-2024, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდმა “ლეიმა კორუნამ” ერთ-ერთ ფავორიტ ბადალონის “ხუვენტუდს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:94 დამარცხდა. ბურჯანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე მაინც დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი აუცდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ჯამში 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 3 ჯარიმა მიიღო, მასზე კი მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

4 მოგებითა და 8 წაგებით ლეიმა კორუნა მე-16 ადგილზეა, გასავარდნი ზონის ზღვარზე, მომდევნო ტურში კი, 28 დეკემბერს, ბილბაოს უმასპინძლებს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი