იტალიელმა ექსპერტმა და საფეხბურთო ანალიტიკოსმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელია კრიტიკოსებისგან დაიცვა.
თუ ვინმე მის კრიტიკას დაიწყებს, შეახსენეთ, რომ ხვიჩას ამ სეზონში უკვე 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
უკეთესი იქნება, თუ კონტე მას დაბრუნების შემდეგ უფრო წინ დააყენებს, ვიდრე აქამდე აყენებდა. ხვიჩა როცა ფორმაში არაა, მაშინაც კი უხვად გააქვს და წარმოიდგინეთ თუ რამდენს გაიტანს, როდესაც სათამაშო კონდიციებს ბოლომდე დაიბრუნებს.
- ამბობს ენრიკო ფედელე.