"ბარსელონას" 18 წლის მეკარე არონ იაკობიშვილი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს » სპორტის ხაზი

"ბარსელონას" 18 წლის მეკარე არონ იაკობიშვილი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"ბარსელონას" 18 წლის მეკარე არონ იაკობიშვილი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
20-12-2024, 02:29
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არონ იაკობიშვილმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის სურვილი კლუბის დატოვებაა, შესაბამისად იგი არ გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება და "ბარსას" თვისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

არონ იაკობიშვილი ბარსელონას აკადემიაში 2018 წლიდან ირიცხება და მიმდინარე სეზონში ის პირველი გუნდის განაცხადშიც რამდენჯერმე მოხვდა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას უნგრელი მეკარე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი