"თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი.." - ქეცბაიას ბავშვობის ისტორია » სპორტის ხაზი

"თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი.." - ქეცბაიას ბავშვობის ისტორია

"თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი.." - ქეცბაიას ბავშვობის ისტორია
17-12-2024, 03:13
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და სპეციალისტი თემურ ქეცბაია თავის ბავშვობაზე უცნობ ისტორიას ჰყვება.

"მე-6 კლასში ვიყავი, როცა თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა. იქ სინჯები იყო, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გარკვეული თანხა იყო გადასახდელი, რომ დავეტოვებინეთ. 500 მანეთი იყო საჭირო. მაშინ მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია ამ მოტოციკლეტის გაყიდვა, იმისთვის რომ მე სპორტულ სკოლაში ვყოფილიყავი. ამას როგორ დავივიწყებდი, რა თქმა უნდა შვილისთვის ყველაფერს გაიღებ, მაგრამ მარტო მე არ ვიყავი, ჩემს გარდა 3 შვილი ჰყავდა მამაჩემს. მთელი ცხოვრება მახსოვდა ეს მომენტი და ამან დიდი მოტივაცია მომცა, გამეკეთებინა მაქსიმუმი, იმისთვის რომ მამაჩემის იმედი გამემართლებინა..."

- ამბობს ქეცბაია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი