VIDEO: სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება - ბალანსი მაინც უარყოფითია » სპორტის ხაზი

VIDEO: სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება - ბალანსი მაინც უარყოფითია

VIDEO: სამი მარცხის შემდეგ გამარჯვება - ბალანსი მაინც უარყოფითია
17-09-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ტოკიოში სექტემბრის (აკი) ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მეშვიდე ბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინი იაპონელ ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ჰიკიოტოშის ილეთით გაიმარჯვა. ლევანის ბალანსი ამ დროისთვის 3 მოგება და 4 მარცხია.

სექტემბრის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე 5 მოგება და 2 მარცხი აქვს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.