UFC-ის ქვემსუბუქი წონის ინგუშმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა.
"ქართველებს და ინგუშებს დიდი მეგობრული ისტორია გვაკავშირებს, სწორედ ამიტომ გულშემატკივრები საქართველოდანაც მყავს.
მგონი კავკასიის რეგიონში მხოლოდ ეს 2 ერია, რომელთაც ერთმანეთში ომი არ ჰქონიათ - მამაჩემის თაობა ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ქართველისგან კარგი მეგობარი დადგებაო და ვერცერთ მიზეზს ვერ ვხედავ ამის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ევლოევმა.