ლივერპული მიმდინარე სეზონში ევროპის საუკეთესო გუნდია. ამას ადასტურებს პირველობა როგორც პრემიერ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ მოჰამედ სალაჰს ჯერჯერობით საოქროსბურთე სეზონი აქვს, მის კონტრაქტის განახლებაზე არაფერი ისმის, ეგვიპტელის გზის გამგრძელებელზე კი სულ უფრო და უფრო ბევრი იწერება.
FourFourTwo-მ დაწერა, რომ ახლა ლივერპულს ორი კანდიდატურის განხილვა შეუძლია, აქედან კი ერთი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარა იტალიაში ნაპოლის გარდა სხვა კლუბში არ ითამაშებს, იტალიის მიღმა კი ქართველს ლივერპულს ძალიან ხშირად უკავშირებენ.