ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ედუარდო კამავინგა ტრავმიდან ოფიციალურად დაბრუნდა და ის კარლო ანჩელოტის განკარგულებაშია.
მადრიდის რეალი ხვალ რაიო ვალეკანოს ეთამაშება და როგორც ჟურნალისტი წერს, ფრანგი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის.
გარდა ამისა, დაიწერა ისიც, რომ ედუ კამავინგა მადრიდის რეალს დოჰაშიც გაჰყვება, სადაც გუნდი საკონტინენტთაშორისო თასზე იასპარეზებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მბაპე დაშავებულია და მასზე ინფორმაცია რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი (ის დოჰაში მაინც გაფრინდება).