მატჩის საუკეთესო და გუნდის გამარჯვება - შერმადინი "ქარშიაქასთან" შთამბეჭდავი იყო » სპორტის ხაზი

მატჩის საუკეთესო და გუნდის გამარჯვება - შერმადინი "ქარშიაქასთან" შთამბეჭდავი იყო

მატჩის საუკეთესო და გუნდის გამარჯვება - შერმადინი "ქარშიაქასთან" შთამბეჭდავი იყო
11-12-2024, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი თურქულ ქარშიაქასთან მოიგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართველი ცენტრი გახდა. C ჯგუფის მორიგი ტურის ატჩი ტენერიფელებმა შინ ჩაატარეს და კერკეტი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 85:82 დაამარცხეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მასზე მეტი მხოლოდ მარსელინიომ დააგროვა (18 ქულა), თუმცა ქართველ ცენტრს ბურთი არ აუცელია და შესაბამისად, სარგებლიანობის კოეფიციენტიც გუნდში ყველაზე მეტი (21) ჰქონდა.

შერმადინმა 2-დან 2 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასა და 4 მოხსნასთან ერთად მის ანგარიშზე 2 დაფარება და 1 პასიც იყო. 17 ქულით შეეხიდა ტენერიფელებს დევიდ კრამერი.

5-დან 5 გამარჯვებით ტენერიფე ჯგუფში პირველ ადგილზეა და პირველობა გარანტირებული აქვს. ბოლო ტურის მატჩს შერმადინის გუნდი 19 დეკემბერს, ისევ შინ, ბერძნულ კოლოსოსთან გამართავს.

დებულების თანახმად, ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი