სანდროს 8, გოგას 9 - ქართველებმა ამ ტურში ვერ მოიგეს » სპორტის ხაზი

სანდროს 8, გოგას 9 - ქართველებმა ამ ტურში ვერ მოიგეს

სანდროს 8, გოგას 9 - ქართველებმა ამ ტურში ვერ მოიგეს
7-12-2024, 15:37
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში გუშინ ღამით ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ და სამწუხაროდ, ორივეს გუნდი დამარცხდა.

მამუკელაშვილის სან ანტონიო საკრამენტოს შეხვდა და 27 ქულის სხვაობით წააგო, - 113:140. სანდრომ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მისი ორლანდო ფილადელფიასთან ბრძოლაში დიდი ხნით დარჩა, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგო, - 102:94. ბითაძე 25 წუთი ათამაშეს, ამ დროში კი ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი აიღო.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ორლანდო მესამე ადგილს იკავებს, დასავლეთში კი სან ანტონიო მე-11 ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი