UFC-ის ლეგენდამ, დომინიკ კრუზმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩანიშნული ბრძოლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კრუზის თქმით, ქართველ მებრძოლს აქვს რაღაც, რაც უმარს აქამდე არასდროს უნახავს:
მერაბ დვალიშვილი ძალიან მომწონს. ის მუდამ ჩხუბობს და მზადაა, რომ ნებისმიერ მეტოქეს დაუხვდეს. ის საკუთარ წონას მეტად პრესტიჟულს ხდის. ცხადია, უმარი ძლიერი მეტოქეა, თუმცა მერაბს აქვს ისეთი გამძლეობა, რაც ნურმაგომედოვს აქამდე არასდროს უნახავს.
- თქვა კრუზმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის ჩასანიშნი ბრძოლის შესახებ საუბარი თვეები მიმდინარეობდა, რომელსაც დასტური ქართველმა ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ მისცა.