ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს მიმდინარე სეზონის ბოლოს ლივერპულთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და მის განახლებაზე ჯერ არაფერი ისმის.
პარალელურად, ინგლისელი მცველის გადაბირებით მადრიდის რეალია დაინტერესებული, რომელსაც დაცვის ხაზში დიდი ტრავმიანობა აქვს და გამოცდილ კადრებს ეძებს.
როგორც დაიწერა, ლივერპული ტრენტის ჩანაცვლებას ბაიერ ლევერკუზენის განაპირა მცველით, ჟერემი ფრიმპონგით აპირებს, რომელის მან.სიტის აკადემიის აღზრდილია და ინგლისური ფეხბურთი მისთვის უცხო არაა.
იწერება ისიც, რომ ფრიმპონგი მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის ფავორიტი არჩევანიცაა, რადგან ორივე ნიდერლანდელია.