ბარსელონა ზაფხულში დე იონგის გაყიდვას შეეცდება » სპორტის ხაზი

ბარსელონა ზაფხულში დე იონგის გაყიდვას შეეცდება

ბარსელონა ზაფხულში დე იონგის გაყიდვას შეეცდება
3-12-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემების მტკიცებით, ზაფხულში ბარსელონა ფრენკ დე იონგის გაყიდვას შეეცდება.

კლუბში 27 წლის მოთამაშის თამაშით კმაყოფილი არ არიან, თანაც დე იონგი ხელფასის სახით წელიწადში 19 მილიონ ევროს იღებს - ყველაფერს ისიც ემატება, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება და თუ ახლა არ იმოქმედებს, შეიძლება ბარსელონას მისი გაშვება უფასოდაც მოუწიოს.

შეგახსენებთ, კოჭის ტრავმიდან დაბრუნებულმა დე იონგმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამურად მოედანზე სულ რაღაც 295 წუთი გაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი