"ეს წაგება შემთხვევითი არ ყოფილა", - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრები გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ეს წაგება შემთხვევითი არ ყოფილა", - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრები გააკრიტიკა

"ეს წაგება შემთხვევითი არ ყოფილა", - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრები გააკრიტიკა
23-11-2022, 19:37
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მცირე სენსაციით დაიწყო - ჰანს ფლიკის გუნდი იაპონიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრა, ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმა შეაფასა და ფლიკის ნაკრების მიმართ კრიტიკა არ დაიშურა:

"შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და ანგარიში 2-0 ვერ გავხადეთ. მატჩის მეორე ნახევარში, იაპონიის სწრაფ კონტრ-შეტევებზე პასუხი არ გვქონდა. ეს მარცხი უბრალოდ გვიჩვენებს, თუ სად ვართ ამ ეტაპზე. ეს წაგება შემთხვევითი არ არის.

უბრალო ბურთის დაკარგვა, პოზიციური შეცდომები - ეს ყველაფერი გამოცდილების და ჭკუის ნაკლებობაზე მიუთითებს. ბევრად უკეთესები უნდა გავხდეთ, რომ ესპანეთის წინააღმდეგ შანსები გვქონდეს
", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი