"როცა გუნდში დავინიშნე, ეს ვთქვი" - ჰანსი ფლიკი "ლას პალმასთან" მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"როცა გუნდში დავინიშნე, ეს ვთქვი" - ჰანსი ფლიკი "ლას პალმასთან" მარცხის შემდეგ

"როცა გუნდში დავინიშნე, ეს ვთქვი" - ჰანსი ფლიკი "ლას პალმასთან" მარცხის შემდეგ
1-12-2024, 18:01
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის "ბარსელონას" თავკაცმა ჰანსი ფლიკმა "ლას პალმასთან" ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

"მოგება მარტივი არაა, გუნდი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ვფიქრობ, გუნდმა გამარჯვება ბოლომდე ცადა, თუმცა ჩვენი დღე არ იყო. შანსებს ვქმნიდით, თუმცა გუნდს მათი გამოყენება უჭირს და ეს უნდა შევცვალოთ. ასევე, დაცვაში უნდა მოვუმატოთ.

როდესაც მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებთ, კარგად თამაში და შანსების შექმნა გამოგვდის. როდესაც თამაშს ვერ ვაკონტროლებთ - პრობლემები გვაქვს.

როცა გუნდში დავინიშნე, ვთქვი, რომ თავის მართლების საბაბს არასდროს მოვძებნიდი.

სიტუაციის შემოსაბრუნებლად ფეხბურთელებმა საკუთარი თავის ნდობა უნდა გააძლიერონ"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი