კატალონიის "ბარსელონა" 30 ნოემბერს, 17:00 საათზე "ლას პალმასს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე, გერმანელმა თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"იამალი დაგვიბრუნდა, ასევე დაბრუნებასთან ახლოსაა არაუხოც.
ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმასა და ფიზიკურ კონდიციაშია. ჯერ არ გადამიწყვეტია სასტარტო თერთმეტეულში ვინ იქნება, ვინ დაიწყებს სათადარიგოთა შორის. ასევე, ფრენკი დე იონგს მოსაფრთხილებელი პერიოდი აქვს, ტრავმის შემდეგ მას ჩვეული ფორმის დაბრუნება გაუჭირდა, თუმცა მთავარი თავდაჯერებულობის აღდგენაა და საჭიროა, რომ მისი მოედანზე ყოფნის დრო თანდათანობით გაიზარდოს
ახლა მხოლოდ ხვალინდელი მატჩის მოგებაზე ვფიქრობთ"
- ამბობს ფლიკი.