"როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება" - ალექსანდრე თოფურია » სპორტის ხაზი

"როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება" - ალექსანდრე თოფურია

"როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება" - ალექსანდრე თოფურია
1-12-2024, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"როგორც ვხედავ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას მინიმუმ ერთრაუნდიანი ბრძოლის ფასი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს ქალი ხარ თუ კაცი, ბავშვი თუ მოზარდი.

ბუნებრივია, რომ ხალხი გაბრაზებული გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს თმენის ვალდებულება გააჩნია ყველაზე განრისხებული მოქალაქის ქცევის მიმართაც კი!

როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება. ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი გამოწვევის წინაშე დგას"


- ვკითხულობთ თოფურიას მიერ გავრცელებულ ტექსტში.

"როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება" - ალექსანდრე თოფურია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი