მადრიდის რეალის დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ახალი ფეხბურთელების გაფორმებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ახალი მოთამაშეების დამატება? - ეს დროის ფუჭად ფლანგვას ნიშნავს. ჩვენ გვაქვს 40 დღე, რომ ამ ყველაფერზე ვიფიქროთ.
სიტუაციები იცვლება, უნდა დავიცადოთ. მაგალითად, ალაბა ახლა კარგად ვარჯიშობს და ის მალე დაგვიბრუნდება.
- თქვა ანჩელოტიმ.
მადრიდის რეალმა ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან გამართა და ენფილდზე 2:0 დამარცხდა, კლუბში არსებული კრიზისის გამო კი ანჩელოტის უკვე ბევრი გულშემატკივარი აკრიტიკებს.