ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა დასაჯონ და შემდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდონ - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური გამოცემა II Mattino ავრცელებს.
წყაროს თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ხვიჩას არადამაჯერებელი თამაში და რომასთან მატჩში მისი რეაქციაა - ქართველი შემტევი ანტონიო კონტემ შეცვალა, რაც ხვიჩას არ მოეწონა და მისი გაბრაზება გამოიწვია.
აღნიშნულ ფაქტს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი რობერტო სოსაც გამოეხმაურა და ხვიჩა დაიცვა.
"მოედნიდან გაყვანა რომ გახარებოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მისთვის სულერთია გუნდი.
რა მნიშვნელობა აქვს როგორ დატოვა მოედანი? მთავარია, მოედანზე რას აკეთებს და როგორ თამაშობს. მოდი, საკუთარ თავებს ვკითხოთ, როგორები ვიყავით მის ასაკში და იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ის საკუთარი ოჯახისგან შორს, უცხო ქალაქში ცხოვრობს", - განაცხადა სოსამ.