საქართველოს ნაკრების და ნაპოლის ახალგაზრდა შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია კლუბში გადასვლისას იტალიურ გამოცემა CORRIERE DELLO SPORT-ს ესაუბრა და არაერთ საინტერესო თემაზე გააკეთა კომენტარი, მათ შორის ჟურნალისტის "ჩამჭრელ" კითხვას ოსტატურად უპასუხა, რითაც ჩემპიონის ხასიათი გამოავლინა.
ჟურნალისტის კითხვაზე: "რომლის მოგება გირჩევნია, ჩემპიონთა ლიგის თუ სერია ა-ს?" - კვარაცხელიამ უპასუხა:
"სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? რატომ უნდა ავირჩიო? ორივე!"
შეგახსენებთ, ნაპოლი მიმდინარე სეზონში ევროტურნირებს მიღმაა დარჩენილი, თუმცა შიდა ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ პირველობას არავის უთმობს.