ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს » სპორტის ხაზი

ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს

ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს
27-11-2024, 18:05
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს.

მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ლიგის ფაზის მატჩი ზაგრების დინამოსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის ხორვატიის დედაქალაქში, 27 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია მუშაობს უეფას დელეგატად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი