მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | სან ანტონიომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | სან ანტონიომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო

მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | სან ანტონიომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო
27-11-2024, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

სან ანტონიო სფურსმა, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მოგებებს უხშირა. ტეხსურმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 მატჩი დღეს მოიგო. ეს გახლდათ სფურსის ზედიზედ მე-4 გამარჯვება.

სოლტ ლეიკ სიტიში სან ანტონიო იუტა ჯაზს შეხვდა და 128:115 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ისე დააგროვა, ბურთი არც აუცილებია და არც დაუკარგავს. სანდრომ 3 ორქულაინი და 1 სამიანი ზუსტად ისროლა და მოედანზე ერთადერთი მოთამაშე გახლდათ, რომელსაც ბურთი არ აუცელია.

10 მოგებითა და 8 მარცხით სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე, ანუ პლეი ინის ზონაშია. მომდევნო მატჩს ტეხასელები შინ, 28 ნოემბერს, ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართავენ.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი