ლამინე იამალი "ბარსელონას" საჩემპიონთალიგო განაცხადში ისევ ვერ მოხვდა » სპორტის ხაზი

ლამინე იამალი "ბარსელონას" საჩემპიონთალიგო განაცხადში ისევ ვერ მოხვდა

ლამინე იამალი "ბარსელონას" საჩემპიონთალიგო განაცხადში ისევ ვერ მოხვდა
26-11-2024, 20:08
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის "ბარსელონამ", რომელიც დღეს, 23:55 საათზე, საჩემპიონთალიგო მე-5 ტურის შეხვედრაში "ბრესტს" დაუპირისპირდება, სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა.

ჰანსი ფლიკის რჩეულ 22 მოთამაშეში ვერ ვხედავთ კლუბის ახალგაზრდა შემტევს, ლამინე იამალს, რომელიც "ბლაუგრანას" დაზიანების გამო 10 ნოემბერს, "სოსიედადთან" გამართული მატჩიდან მოყოლებული ვერ ეხმარება.

ესპანური მედიის ცნობით, 17 წლის იამალი კლუბის დახმარებას 30 ნოემბერს, ლა ლიგაში "ლას პალმასის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შეძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი