ბარსელონა დიდი ალბათობით პედრისთან და გავისთან განახლებულ კონტრაქტებს გააფორმებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ცნობისთვის, ორივე მოთამაშის კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.