რეალ მადრიდის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სამეფო კლუბის აკადემიაზე ისაუბრა და მას მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.
"რეალ მადრიდის აკადემია მსოფლიოში საუკეთესოა! ამჯამად რეალის 191 მოთამაშეა პროფესიონალურ ლიგაში, აქედან 51 პირველ დივიზიონში, 56 მეორე დივიზიონში, ხოლო 84 საერთაშორისო ლიგებში.
ფაქტია, ამ წელს რეალის აკადემია ყველაზე პროდუქტიულია", - განაცხადა პერესმა.