რეალ მადრიდის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კილიან მბაპეზე ისაუბრა და სამეფო კლუბის გულშემატკივრები დაამშვიდა.
"კილიან მბაპეს ტრანსფერი იქნება ისეთივე ისტორიული, როგორიც მისი პრეზენტაცია იყო. მბაპე მადრიდის რეალში იმხელა ძალისხმევის ხარჯზე ჩამოვიყვანეთ, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენს და ის უკვე დავეხმარება სეზონში ჩვენი პირველი ტიტულის, სუპერთასის მოგებაში", - განაცხადა პერესმა.
ცნობისთვის, მბაპემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავის გამოჩენა 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.