საოცარი ოდენობის ფულადი პრემია თითოეულ ფეხბურთელს | საუდის არაბეთის მეფე მოთამაშეებს აჯილდოებს » სპორტის ხაზი

საოცარი ოდენობის ფულადი პრემია თითოეულ ფეხბურთელს | საუდის არაბეთის მეფე მოთამაშეებს აჯილდოებს

საოცარი ოდენობის ფულადი პრემია თითოეულ ფეხბურთელს | საუდის არაბეთის მეფე მოთამაშეებს აჯილდოებს
23-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დაიწყო და ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე დიდი სენსაცია გუშინ ვიხილეთ, როდესაც აშკარა ფავორიტმა, ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებმა საუდის არაბეთთან პირველივე შეხვედრა 1:2 დათმო.

არაბების მოგებიდან მალევე, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის მეფე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი თავისი ქვეყნის ნაკრების საოცარ წარმატებას ორმაგი გადაწყვეტილებით გამოუეხმაურა.

პირველი, საუდის არაბეთის მეფემ გადაწყვიტა, რომ გამარჯვებიდან მეორე დღეს ქვეყანაში საყოველთაო დასვენება გამოეცხადებინა, მათ შორის სასწავლებელ დაწესებულებებშიც და მეორე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა დაგეგმა, რომ ყველა საუდის არაბეთის ფეხბურთელს 2.5 მილიონი ევრო გადაურიცხოს, რათა საკუთარი პატივისცემა და გამხნევების სურვილი მკაფიოდ გამოხატოს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ 17:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი