1-წლიანი პაუზის შემდეგ, რეალ მადრიდის მცველი დავიდ ალაბა გამოჯანმრთელების ბოლო ფაზაშია - ინფორმაციას ამის თაობაზე სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ავრცელებს.
პერესმა ამბავი ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო.
შეგახსენებთ, 32 წლის ავსტრიელმა ჯვარედინი იოგები გასული წლის დეკემბერში გაიწყვიტა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.