რომის 'ლაციოს' ფეხბურთელს, ფერნანდო ორსის, რომელიც ახლა Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, სთხოვეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შორის არჩევანი გაეკეთებინდა.
"მე მაინც ქართველ შემტევს ავირჩევდი. მე ის უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ლორენცო ინსინიე, რომლის საუკეთესო თვისებებს ვაღიარებ. იტალიაში ინსინიე არასდროს ყოფილა წმინდა, ის არ ყოფილა უშეცდომო. სამაგიეროდ არის ხვიჩა, რომლის კარგ თამაშზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს" - თქვა იტალიელმა.