ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" შინ "კლაგენფურტი" მიიღო და 7:0 გაანადგურა.
ქართველი ნახევარმცველი გრაცელთა სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ, მოედანზე 61 წუთი გაატარა და აქტივში 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
Sofascore ოთარის დღევანდელ ასპარეზობას 10-დან 7,2 ქულით აფასებს.