ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმმა" ერთ-ერთ კონკურენტ "ზალცბურგს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.
გრაცელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო კიტეიშვილი, რომელმაც მოედანზე 86 წუთი გაატარა და მშვენიერი თამაში აჩვენა.
სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, ოთარის ასპარეზობა მატჩში 10-ბალიანი სისტემით 7,6 ქულით შეაფასა.