იტალიის სერია ა-ს მორიგი ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" გასვლაზე "ლაციოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქართველი მცველის გუნდი მოწინააღმდეგეს ამარცხებდა, თუმცა ამ დადებითი შედეგის მიყვანა მატჩის ბოლომდე ვერ შეძლეს.
თავად გოგლიჩიძემ მორიგ ჯერზე ჩაატარა შეხვედრა სრულად და სტატისტიკურ ვებსაიტ Sofascore-სგან შეფასების სახით 10-ბალიანი სისტემით 6,2 ქულა მიიღო.