"გავი სასტარტოდან დასაწყებად 100%-ით მზადაა" - ჰანს ფლიკი ახალგაზრდა ესპანელზე » სპორტის ხაზი

"გავი სასტარტოდან დასაწყებად 100%-ით მზადაა" - ჰანს ფლიკი ახალგაზრდა ესპანელზე

"გავი სასტარტოდან დასაწყებად 100%-ით მზადაა" - ჰანს ფლიკი ახალგაზრდა ესპანელზე
23-11-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

მუხლის ტრავმის შემდეგ, გავი გასულ თვეში მოედანს დაუბრუნდა, თუმცა, ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.

აღნიშნულ ფაქტზე ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც გააკეთა კომენტარი.

"ის სათამაშოდ 100%-ით მზადაა - როცა გავის ვესაუბრები, მუდამ იმას გაიძახის, რომ ნებისმიერ ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია და ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო იქნება, ეს კი ძალიან მაგარი პასუხია!", - განაცხადა ფლიკმა.

ცნობისთვის, ტრავმის მიღებამდე ბოლოს გავი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან მატჩში (3:1) იყო მოედანზე, თუმცა 26-ე წუთზე ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი