ინტერ მაიამის ახალი მთავარი მწვრთნელი ხავიერ მასკერანო გახდება - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, 40 წლის სპეციალისტს ახალი გუნდი უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენს და მასთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მასკერანო ყოფილ თანაგუნდელებთან: ლიონელ მესისთან, ლუის სუარეზთან, სერხიო ბუსკეტსთან და ხორდი ალბასთან ერთად იმუშავებს, თუმცა, ამჯერად ის არა თანაგუნდელის, არამედ მწვრთნელის რანგში იქნება.